დღეს შვედეთის ელჩს, ანა ლიბერგს შევხვდი, რათა განგვეხილა მზარდი რეპრესიების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის დახმარების დაუყოვნებლივი საჭიროება. ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“დღეს შვედეთის ელჩს, ანა ლიბერგს შევხვდი, რათა განგვეხილა მზარდი რეპრესიების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის დახმარების დაუყოვნებლივი საჭიროება.
ქართველი ხალხისა და ჩვენი დემოკრატიისადმი შვედეთის ძლიერი მხარდაჭერა ძალიან დაფასებულია”, – წერს ზურაბიშვილი.
თავის განცხადებას ზურაბიშვილი ასევე ურთავს შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის წერილს, რომელიც 5 მაისით არის დათარიღებული.
