დღეს დაანონსებულ „დედების მარშს“ შეუერთდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, დღეს დაანონსებულ „დედების მარშს“ შეუერთდება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს და დედებს დღევანდელ დღეს ულოცავს.
„დედებო, გილოცავთ დედის დღეს, გილოცავთ თქვენ, ვისი შვილები უსამართლოდ პატიმრობაში იმყოფებიან და თქვენთან ვიქნები დღეს ფილარმონიასთან! დედებს ვერავინ, ვერასოდეს ვერ გვაჯობებს, ვერ გაგვაჩუმებს“, – წერს ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.
ცნობისთვის, დღეს, თბილისში დედების მარში დაიგეგმა. მსვლელობაში ის დედები მიიღებენ მონაწილეობას, რომელთა შვილები დაკავებულია. შეკრება 20:00 საათზე, ფილარმონიასთან დაიწყება და პარლამენტის შენობასთან დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: კიდევ კაი, ამ ქვეყანაში კანონი ყველასთვის ერთნაირი რომაა, კიდევ კაი, თორემ, ხომ გავუბოლებდი მეც კაბინეტში, მაგრამ არა, კანონი ყველასთვისაა და მე ყველა არ ვარ, ყველა არის გიზო და მისი საძმაკაცო, ალბათ…