სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით წინასაინაგურაციო წვეულებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი, -ში ტრამპის ადმინისტრაციის წევრების ნაწილი გაიცნო. ერთ-ერთი მათგანი მომავალი სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიოა. ამის შესახებ ინფორმაცია რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ X-ზე გამოაქვეყნა.
“მოხარული ვარ ორი დიდი პატრიოტის – პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვედრით, რათა დაიცვან აშშ-საქართველოს ძლიერი ურთიერთობა და დაამარცხონ ივანიშვილის ტირანული რეჟიმი”, – წერს უილსონი.
ასევე, ჯო უილსონის ცნობით, ზურაბიშვილი მომავალ თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტს შეხვდა.
ამას გარდა, ჯო უილსონის განცხადებით, პრეზიდენტმა ს შვილიც გაიცნო.
მოხარული ვიყავი, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი გავაცანი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შვილს. ორი საოცარი ადამიანი, რომლებიც მუშაობენ მსოფლიოში ბევრი სიკეთისთვის”, – წერს უილსონი.