სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპს და მარკო რუბიოს თანამდებობების დაკავებას ულოცავს

ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პრეზიდენტობის ახალი ვადის დაწყებას, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„პატივი იყო მის ინაუგურაციაზე დასწრება და ქართველი ხალხის წარმოდგენა, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა დაიბრუნოს“, – წერს ზურაბიშვილი.
ამასთან, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მარკო რუბიოს -ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს.
„მარკო რუბიო, გილოცავთ თანამდებობაზე დამტკიცებას. საქართველოს რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობისა და დემოკრატიის სასარგებლოდ თქვენი ჩართულობის იმედი აქვს. სა და ჩინეთის ინტერესებს რეგიონში წინააღმდეგობა უნდა გაეწიოს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება