„დედების მარშს“ შეუერთდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა, სადაც „დედების მარშს” შეუერთდა.
ზურაბიშვილის თქმით, ის მაშინ გააკეთებს განცხადებას, როცა მსვლელობა პარლამენტის ტერიტორიისკენ გადაინაცვლებს.
„დედების მარში” მიმდინარეობს ლოზუნგით – „ჩემი შვილია, ხელი გაუშვით”. მარშის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ისინი სკანდირებენ: “ცეცხლი ოლიგარქიას”, „გაათავისუფლეთ რეჟიმის ტყვეები”.
დედების მარში დღეს სიმბოლურად, დედის დღესთან დაკავშირებით იმართება, სადაც აქციების პერიოდში დაკავებული პირების დედები, ოჯახის წევრები და მათი გულშემატკივრები მიიღებენ მონაწილეობას.
მარში ფილარმონიის ტერიტორიიდან საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლებს და დიდ აქციას შეუერთდება, რომელიც უკვე 96-ე დღეა, უწყვეტად მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: კიდევ კაი, ამ ქვეყანაში კანონი ყველასთვის ერთნაირი რომაა, კიდევ კაი, თორემ, ხომ გავუბოლებდი მეც კაბინეტში, მაგრამ არა, კანონი ყველასთვისაა და მე ყველა არ ვარ, ყველა არის გიზო და მისი საძმაკაცო, ალბათ…