– დედა რომ გარდაიცვლება და თან მიაქვს დარდი უდანაშაულოდ დაპატიმრებული შვილისა, თუ პასუხისმგებლობის ნატამალს არ გრძნობს ის, ვისი ბრალიცაა, ნიშნავს, რომ ძალიან ჩამოშორდნენ ქართულ ფასეულობებს – გარუსება სხვა კი არაფერია

დედა რომ გარდაიცვლება და დარდი თან მიაქვს სრულიად უმიზეზოდ და უდანაშაულოდ დაპატიმრებული შვილისა, ეს ვინმეს თუ გულგრილად ტოვებს და ის, თუ ვისი ბრალიცაა არ გრძნობს პასუხისმგებლობის ნატამალს, ეს ადამიანები უკვე ძალიან ჩამოშორდნენ ქართულ ფასეულობებს და რწმენას …. გარუსება სხვა კი არაფერია,- ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტი, „ფეისბუქზე“ წერს, რითაც დაკავებული ზურაბ ჯაფარიძის დედის გარდაცვალებას ეხმაურება.
ზურაბიშვილის თქმით, გარუსება მხოლოდ სიტყვები კი არა, შინაგანი მდგომარეობაა.
„დედა რომ გარდაიცვლება და დარდი თან მიაქვს სრულიად უმიზეზოდ და უდანაშაულოდ დაპატიმრებული შვილისა, ეს ვინმეს თუ გულგრილად ტოვებს, და ის თუ ვისი ბრალიცაა არ გრძნობს პასუხისმგებლობის ნატამალს, ეს ადამიანები უკვე ძალიან ჩამოშორდნენ ქართულ ფასეულობებს და რწმენას, რაზედაც სიტყვიერად აპელირებენ! …. გარუსება სხვა კი არაფერია, მხოლოდ სიტყვები კი არა, ეს შინაგანი მდგომარეობაა, როცა შენ უსასტიკეს ქცევას ჩენ თავისწინაშე ამართლებ და გგონია, რომ სხვაც ვერ ხედავს და გაპატიობს“- წერს სალომე ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – კერძო სკოლებს შეეძლებათ შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, რაც შეეხებათ საჯარო სკოლებს, თუ ვინმეს ექნება სურვილი, გაიაროს მე-12 კლასი, რომ განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისთვის სპეცკლასები შეიქმნება

ირაკლი კობახიძე – თბილისიდან რომელიმე ფაკულტეტის გადატანა არ არის გათვალისწინებული, თბილისმა უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, ქუთაისმაც უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, რეგიონული უნივერსიტეტები კი უნდა იყოს მეტად პროფილური

შალვა კერესელიძე – მაღაროში დასაქმებული მუშები უკვე ერთი წელია ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვენ – რა გააკეთეთ იმისთვის, რომ უმუშევრად დარჩენილი 2000 მოქალაქის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვლილიყო?