საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი და წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება მითია, თუმცა ოპოზიცია გახლიჩა მასში მონაწილეობის სურვილმა თუ ბოიკოტზე საუბარმა. ამ საკითხზე ზურაბიშვილის ვიდეომიმართვა მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა.
„ეს არის ქვეყანა, სადაც რეალურად სუფევს კრიმინალური, მაფიოზური წესები გარიგების, დაშინების. არცერთი მოქალაქე დაცული აღარ არის… ამ ქვეყანაში ვინმეს თუ სჯერა, რომ შეიძლება ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, ეს არის დიდი მითი.
არ არსებობს არჩევნები, არსებობს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების თემა, რომელიც არის შემოგდებული „ქართული ოცნების“ იმისთვის, რომ დააპირისპიროს ოპოზიცია, გახლიჩოს ოპოზიცია, დააპირისპიროს ორი მხარე, მომხრეების და მოწინააღმდეგეები არარსებულ არჩევნებზე. ჩვენ ვართ აბსურდულ თეატრში და ყველა თამაშობს თავის როლს იმ დონეზე, რომ მიდის ორ მხარეს შორის ლანძღვა, გინება ბულინგი და ა.შ.“ – თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.
ის დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნები არ ჩატარდება, თუმცა უკვე საუბრობს შედეგზე, რომელიც ამ საკითხმა გამოიწვია:
„მე დარწმუნებული ვარ, რომ არ ჩატარდება ეს არჩევნები, ბოლომდე არ მივალთ და არ მიიყვანს ეს ხალხი ამ არჩევნების მითს. მანამდე კი გაიხლიჩა ოპოზიცია, დასუსტდა პროტესტი… არჩევნებში მონაწილეობის მხარე ხომ წარუმატებლობით დამთავრდება. არ არსებობს ამ პირობებში გამარჯვების ფორმულა…
დღევანდელ პირობებში როგორც გაყალბდება არჩევნები, თუ ვინმემ მიიღო მონაწილეობა, ასევე გაყალბებენ ბოიკოტს, კიდევ უფრო ადვილად. შიშის, ფულის და მუქარის პირობებში შეიძლება წაიყვანო ადამიანები არჩევნებამდე, მოწინააღმდეგეები რომც იყვნენ. საერთოდ დიქტატორულ რეჟიმებში ასე მთავრდება ბოიკოტის კამპანიები“.
მისი თქმით, იმ ოპოზიციურ პარტიებსაც კი, რომლებიც აცხადებენ, რომ თვითმმათველობის არჩევნებში მონაწილეობენ, არ აქვთ ამბიციური მიზანი – გამარჯვება:
„პარტიები, რომლებიც მონაწილეობის მომხრეები არიან, არ აცხადებენ მათ ამბიციად, რომ გაიმარჯვებენ რეჟიმზე ან თუნდაც დაასუსტებენ რეჟიმს, არ ვიცი რა არის მიზანი, თუ ეს არის მათი პარტიული კონსოლიდაცია, ესეც არ მოხდება, უკვე მოჰყვა ისეთი დისკრედიტაცია რომ კონსოლიდაციაც არ იქნება მომავალში. ვერაფერს ვერ მიაღწევენ, როგორც რეალურ შედეგს იმ ბრძოლის, რომელიც ჩვენი ერთიანი ბრძოლა“.
იმის მიუხედავად, რომ ის არ ემხრობა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას, ამბობს, რომ არასწორია ბოიკოტის შესახებ კამპანიის წარმოებაც.
„ბოიკოტი როგორც კამპანია, რომელიც ესეც აბსურდია. არ არსებობს ბოიკოტის მაგალითი, რომელიც გამოცხადებული იქნება როგორც რამე გამარჯვება…
ვენ არც არჩევნებში მონაწილეობის კამპანია არ გვაწყობს, არც ბოიკოტის კამპანია, ორივე მხრივ გახლეჩილები ვართ და იხარჯება ძალიან დიდი ფულადი რესურსები და ადამიანური რესურსი, რომელიც უნდა მიდიოდეს პროტესტში და დაიხარჯება ბოიკოტის კამპანიაში, რომლის შინაარსის გაგებაც მე მიჭირს“.
მისი თქმით, ამ პროცესში რეალისტური გეგმა ასეთია:
· უნდა გაძლიერდეს პროტესტი და არ უნდა მიიღონ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში;
· უნდა გაძლიერდეს და გაფართოვდეს წინააღმდეგობის პლატფორმა;
· საჭიროა სამოქმედო გეგმა. ამ გეგმაში ის გულისხმობს „ქართულ ქარტიას“, რომლის „გაძლიერებაც საჭიროა“.
მომავალი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს. ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ის აპირებს გაიმარჯვოს ყველა მუნიციპალიტეტში, ოპოზიცის ნაწილი („კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“) ბოიკოტს ემხრობა, ნაწილი კი („ძლიერი საქართველო“, „გახარია საქართველოსთვის“) მასში მონაწილეობას აპირებს.
სალომე ზურაბიშვილი ემხრობა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. სწორედ ეს არის მთავარი მოთხოვნა იმ პროევროპული აქცი
ფორუმი
