სალომე ზურაბიშვილი: დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს „ამერიკა უპირველეს ყოვლისას“ დემონსტრაციაა… უფრო როგორც პუტინის რუსეთის მერე მეორე ადგილზე მყოფი ამერიკა გამოიყურება

დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს „ამერიკა უპირველეს ყოვლისას“ დემონსტრაციაა… უფრო როგორც პუტინის ს მერე მეორე ადგილზე მყოფი ამერიკა გამოიყურება, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი,  X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე კიდევ ერთ პოსტს ავრცელებს.

„ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა. პირველად, როდესაც ჩემით უნდა ჩავდგომოდი მოლაპარაკებებს სათავეში, ბევრი წლის წინ, უფრო გამოცდილმა კოლეგამ საბაზისო რაღაცეები მასწავლა: „ნებისმიერი ქმედების უფლება გაქვს, მაგრამ არასდროს… არასდროს დაამცირო მეორე მხარე“! მათ უნდა იშუამავლონ, ვისაც სურს მშვიდობისმყოფელებად წარმოჩენა!

, ისინი, ვისაც ესმის რას ნიშნავს საკუთარი ტერიტორიის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა – არა ერთხელ, არამედ ხშირად ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში – თქვენს მხარეს არიან, ბატონო პრეზიდენტო“, – წერს ზურაბიშვილი.

„დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს „ამერიკა უპირველეს ყოვლისას” დემონსტრაციაა… უფრო როგორც პუტინის რუსეთის მერე მეორეა ადგილზე მყოფი ამერიკა გამოიყურება. მაშინ, როდესაც ყველას უფრო ძლიერი ამერიკა გვჭირდება უფრო ძლიერ ევროპასთან ერთად. როგორც ჩანს, საბოლოოდ ყველანი ამ უკანასკნელის აღმოცენებას ვხედავთ,” – წერს კიდევ ერთ პოსტში ზურაბიშვილი.