სალომე ზურაბიშვილი – დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მალე ერთად წაიწევენ წინ ევროპულ გზაზე

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო, მოლდოვა და მალე ერთად წაიწევენ წინ ევროპულ გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მოლდოველ კოლეგა, მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, პრეზიდენტ მაია სანდუს მშვიდობის სამიტის ფარგლებში შეხვდა.
„მივულოცე ქალბატონ პრეზიდენტს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნით ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრესი.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მალე ერთად წაიწევენ წინ ევროპულ გზაზე,” – წერს ზურაბიშვილი.