სალომე ზურაბიშვილი დანიის პრემიერზე თავდასხმასთან დაკავშირებით – მოდით, ყოველგვარ ძალადობას წინ აღვუდგეთ

სალომე ზურაბიშვილი დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას გამოეხმაურა.
„მოდით, ყოველგვარ ძალადობას წინ აღვუდგეთ “, – წერს საქართველოს პრეზიდენტი X-ზე.
შეგახსენებთ, დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს კოპენჰაგენის ცენტრში თავს დაესხნენ. თავდამსხმელი მამაკაცი კოპენჰაგენის პოლიციამ დააკავა. პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ მეტე ფრედერიქსენი მომხდარით „შოკირებულია“.