სალომე ზურაბიშვილი – დაკავებულები სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ

დაკავებულები სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მეორე მიმართულება, სადაც ევროპას მოქმედება შეუძლია, სამართლიანობაა და ეს არის ის, რასაც ევროპა იცავს. ჩვენ ციხეში მყოფი ასობით დაკავებული, რომელთაგან რამდენიმეს 9 წლამდე სასჯელი ემუქრება, სასწრაფოდ უნდა გავათავისუფლოთ. ასევე, საჭიროა ძალიან დიდი ყურადღებით დაკვირვება. ვიცი, რომ გუშინ რამდენიმე ელჩი სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა და მათზე ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ვფიქრობ, სასამართლოებში მისვლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამასთან, დაკავებულების გათავისუფლებასთან ერთად ის ადამიანები, რომელთა ჩადენილი ქმედებები წამებად იქნა კვალიფიცირებული, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დამნაშავედ ცნეს ე.წ. ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის წევრები, რომლებმაც არასრულწლოვანი დანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე, მიაყენეს დაზიანებები, აიძულეს ბოდიში მოეხადა „ლიდერისთვის“

გიგი წერეთელი – წარმოუდგენელია, რომ 2026 წელი დგება და ქვეყანაში პოლიტიკური და სინდისის პატიმრები გვყავს – ცუდი ვითარებაა და ეს იყო „ოცნების“ გეგმა, დაჭერების კასკადი და შიდა ბრძოლები არ მეტყველებს იმაზე, რომ მათ დიდი ძალა აქვთ