– გუშინ დაისვენეს, დღეს გაიღიმა კობახიძემ და საღამოს ტერორი მოაწყვეს

პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას აქვყნებს.
„გუშინ დაისვენეს, დღეს გაიღიმა კობახიძემ და საღამოს ტერორი მოაწყვეს!!!, – წერს პრეზიდენტი „ფეისბუქზე“.
ინფორმაციისთვის, სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლა დაახლოებით 00:35 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები. სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი , რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, . ჯერჯერობით დაკავებულთა რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…