“მთავარი არხის” ინფორმაციით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შიდა ქართლში იმყოფება და გორში შეხვედრებს გამართავს. ზურაბიშვილის მიზანი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვებაა. თუმცა, ის ჯერჯერობით არ გამოჩენილა სახელოვნებო დარბაზში, სადაც მას ახალგაზრდები ელოდებიან.
საგამოფენო სივრციდან პრეზიდენტი გადაინაცვლებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში და სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდება. ის უპასუხებს მოქალაქეების შეკითხვებსაც.