საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტელეფონით გერმანიის პრეზიდენტს ესაუბრა. ინფორმაციას ორივე ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
“ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ტელეფონით საქართველოს პრეზიდენტს ესაუბრა. მან გამოთქვა შეშფოთება საქართველოში შექმნილი ვითარების გამო”, – აღნიშნავს გერმანიის პრეზიდენტის პრესსპიკერი.