სალომე ზურაბიშვილი – გეგმა არის ერთი და უალტერნატივო: ახალი არჩევნები – სხვა გამოსავალი, მშვიდობიანი გამოსავალი არ არსებობს

ყველა კითხულობს, რა არის გეგმა. გეგმა არის ერთი და უალტერნატივო – ახალი – სხვა გამოსავალი, მშვიდობიანი გამოსავალი არ არსებობს, თუ არა არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ს თქმით, მომავალ დღეებში საზოგადოებას გააცნობენ დოკუმენტს, რომელიც წარმოაჩენს, რა უნდა იყოს არჩევნების პირობები.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ არ მოიძებნებიან საქართველოში ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად უნდათ, რომ საქართველო ჩაბარდეს რუსეთს. ალბათ, სხვადასხვა გამართლება აქვთ საკუთარ თავში, მაგრამ, არ მჯერა, რომ საქართველოში იბადებიან ადამიანები, რომლებიც უყურებენ, როგორი არის რუსული რეჟიმი და სჯერათ, რომ საქართველო უკეთ იქნება რუსული ჩექმის ქვეშ.
სამაგიეროდ, მე მჯერა თქვენი და მჯერა იმისა, რომ ჩვენ მივდივართ სწორ გზაზე. ეს სწორი გზა რა არის, ყველა კითხულობს, რა არის გეგმა. გეგმა ერის ერთი და უალტერნატივო – ახალი არჩევნები. თქვენც შეამჩნევდით, რომ უფრო და უფრო მეტი ჩვენი უცხოელი პარტნიორი ითხოვს ახალ არჩევნებს იმიტომ, რომ ყველამ ძალიან კარგად იცის მსოფლიოში, რომ როცა არსებობს ასეთი ღრმა კრიზისი ქვეყანაში, სადაც ერთ მხარეს დგას რეჟიმი, რომელიც ვითომც და არაფერს არ თმობს და მეორე მხარეს დგას საზოგადოება, რომელიც არაფერს არ დათმობს იმიტომ, რომ დასათმობი არაფერი არ აქვს, ეს არის ღრმა კრიზისი, რომელიც უკვე ოთხი თვეა, ეს უკვე ნიშნავს, რომ სხვა გამოსავალი, მშვიდობიანი გამოსავალი არ არსებობს, თუ არა არჩევნები.
არჩევნები ნიშნავს, რომ როცა კრიზისია, შენ უბრუნდები ხალხს და ეკითხები, შენ როგორ გინდა, შენი ნება რა არის. ქართველი ხალხის ნება არის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი. ეს არჩევნები დაინიშნება, ამაზე კითხვის ნიშანიც არ დგას. რა უნდა იყოს გეგმა? მომზადება არჩევნების და ეს მომზადება გადის რამდენიმე საკითხზე. პირველი, უნდა მოვამზადოთ არჩევნების პირობები, ამაზე პრაქტიკულად მზად ვართ და მომავალ დღეებში გაეცნობით დოკუმენტს, რომელიც წარმოაჩენს, რა უნდა იყოს არჩევნების პირობები. მეორე, მოვემზადოთ არჩევნებისთვის ეს ნიშნავს, რომ დღესვე, თუ არა გუშინ, უნდა მოვამზადოთ კომისიის წევრები და დამკვირვებლები, მთელი ჯარი უნდა მოვამზადოთ იმისათვის, რომ მეორედ ვერავინ ვერ შეძლოს არჩევნების გაყალბება. ეს არის ჩვენს ხელში და ჩვენი ყველასი გასაკეთებელია და დღეს უნდა დავიწყოთ. მესამე და ამაზე ვმუშაობთ, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ყველაზე სანდო პარტნიორებისგან ყველანაირი დახმარება იმისათვის, რომ გალაყების ფორმები, რაც გამოიყენეს, ვეღარ გამოიყენონ. ეს ეხება ელექტრონულ არჩევნებს და ბევრ რამეს. ჩვენი პარტნიორები დღეს სწორედაც მუშაობენ არჩევნების საკითხებზე, რამეთუ მათ გაიგეს კარგად, რომ მანიპულაცია და გაყალბება არჩევნების გახდა სთვის ახალი სტრატეგია, რომელიც დაიწყო საქართველოდან და შეეხება ევროპის სხვა ქვეყნებს ხვალ და ზეგ, თუ დღეს არ დავამარცხეთ ეს სტრატეგია. ამისათვის ყველამ უნდა შეისწავლოს აქ რა მოხდა და ყველამ ერთად უნდა მოვნახოთ გზები, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ ამ გაყალბებაზე და აღარ დავუშვათ არასდროს, ეს არის ჩვენი ყველასი ერთად გასაკეთებელი.
კიდევ რა უნდა გავაკეთოთ? ამაში ასევე ჩართული ვარ, უნდა შედგეს მეტი კოორდინაცია ყველას შორის. ერთის მხრივ პოლიტიკური პარტიები, მეორეს მხრივ, ახალი პოლიტიკური პარტიები, ასევე ის ორგანიზაციები, რომლებიც დღეს თქვენთან არიან, ქუჩაში დგანან.
მე არ ვიცი, რამდენი პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას შემდგომ არჩევნებში და ყველას ვუსურვებ დიდ წარმატებას ერთად, ყველა პროევროპულ პარტიას, მაგრამ ერთი რამ, ვიცი – პროგრამა შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი – ეს არის ქართული ქარტია, სადაც წერია, რომ ყველა რუსული კანონი უნდა იყოს გაუქმებული, სადაც წერია, რომ ყველა პატიმარი უნდა გათავისუფლდეს, სადაც წერია, რომ სამართლიანი სასამართლო უნდა დავიბრუნოთ, სადაც წერია, რომ კორუფცია უნდა დავძლიოთ, სადაც წერია ყველაფერი ის, რაც გასაკეთებელი არის არჩევნებიდან პირველ ექვს თვეში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.