– ბრძოლა გრძელდება – გამარჯვებამდე

ბრძოლა გამარჯვებამდე გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, წინააღმდეგობის პლატფორმა გამარჯვებისკენ შემდეგი ნაბიჯია.
„წინააღმდეგობის პლატფორმა აღიარებს და მხარს დაუჭერს „ქართული ქარტიის“ პრინციპებს – სამოქმედო გეგმას დემოკრატიის აღდგენისა და საქართველოს მართებული ევროპული გზის დასაცავად. წინააღმდეგობის პლატფორმა გამარჯვებისკენ შემდეგი ნაბიჯია. გაერთიანებული ფრონტი. მკაფიო სტრატეგია. თავისუფლებისადმი ურყევი ვალდებულება. ბრძოლა გრძელდება იქამდე, სანამ გამარჯვებას არ მივაღწევთ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
მისი თქმით, „ხალხი არასდროს დანებდება“.
„31 მარტი დამოუკიდებლობის დღეა და არა სასოწარკვეთის. რეჟიმს სურს, რომ იმედი დაკარგოთ, მაგრამ საქართველო მტკიცედ დგას. ბრძოლა გრძელდება – გამარჯვებამდე“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო