: ბრძოლას ყოველთვის აზრი აქვს და შედეგი მოაქვს: სერბეთი!

“ბრძოლას ყოველთვის აზრი აქვს და შედეგი მოაქვს: სერბეთი!” – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, .

შეგახსენებთ, სერბეთის პრემიერმა, მილოშ ვუჩევიჩმა, გადადგომის გადაწყვეტილება იანვარში მიიღო, თუმცა პარლამენტმა რამდენიმე კვირის შემდეგ, 19 მარტს დაადასტურა. პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პრემიერის გადადგომიდან 30 დღის განმავლობაში ახალი მთავრობა არ შეიქმნება და რომ ის ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს. სერბეთის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე აქციების ფონზე მიიღო. სერბეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის 1 ნოემბერს, ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ