ბრიუსელში შარლ მიშელს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ხვდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა ბრიუსელში ცოტა ხნის წინ დაიწყო.
დღესვე დაგეგმილია აუდიენცია ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიერნთან.
ცნობისთვის, მანამდე სალომე ზურაბიშვილი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც დაესწრო დოკუმენტური ფილმის ჩვენებას: „ბუჩამდე იყო “. ასევე, პრეზიდენტი გერმანიას სტუმრობდა, სადაც პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა, გუშინ კი პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან გამართა შეხვედრა.

ასევე დაგაინტერესებთ

გამომძიებელი – როგორც მახსოვს, ლაშა ბერიძე ჟესტიკულაციით მოუწოდებს ხალხს, შევიდნენ პრეზიდენტის სასახლეში, შეიძლება ვცდები, არ არის გამორიცხული – ის სასახლის ეზოში იმ დროს შევიდა, როცა აქციის მონაწილეებმა ღობე გადაანგრიეს