ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. ისინი პრეზიდენტთან ათონელის რეზიდენციაში მივიდნენ.
„ინიციატივა ჩვენი თხოვნით არის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ბოლო განვითარებების შესახებ ვესაუბროთ პრეზიდენტს. ბევრი რამ არის უკვე გარკვეული და დადგენილი ს გაყალბებასთან დაკავშირებით. გვინდა, ეს ყველაფერი გავაცნოთ პრეზიდენტს და მისი აზრი მოვისმინოთ“, – თქვა მ, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.
შეხვედრაზე ასევე მივიდნენ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლები.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო ს შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა.
ს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტი, ოპოზიციონერი ლიდერები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ხელისუფლება შეკითხვებს გაექცა, თუ ვინმეს ბოდიში აქვს საზოგადოებისთვის მოსახდელი, ეს „ქართული ოცნებაა“, რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გახარიას მიმართ განაჩენი

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ, უწყვეტი სტაჟი უნარჩუნდებათ