სალომე ზურაბიშვილი ბალტიის რეგიონში გაემგზავრა

პრეზიდენტი დღეს ბალტიის რეგიონში გაემგზავრა.
პრესსამსახურის ცნობით, ის ვიზიტით ვილნიუსს, რიგასა და ტალინს ეწვევა და ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ლიეტუვის სეიმის პლენარულ სხდომაზე და პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან.