საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ახალი არჩევნების გეგმას აქვეყნებს.
სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ გვერდზე პოსტი განათავსა წარწერით: გეგმა – ახალი არჩევნები, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:
1. არჩევნების პირობების დაწესება;
2. საარჩევნო კომისიებისა და დამკვირვებლების „ჯარის“ მომზადება;
3. საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ახალი არჩევნების გაყალბებისგან დაცვა;
4. პოლიტიკურ ძალებს შორის კოორდინაცია ახალი არჩევნებისთვის;
5. ერთიანი საარჩევნო პროგრამა – „ქართული ქარტია“ და მისი პრიორიტეტები: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, “რუსული კანონების” გაუქმება, სამართლიანი სასამართლოს აღდგენა.
