სალომე ზურაბიშვილი: აშშ-სა და EU-ს შორის შესაძლო სანქციებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დასავლეთის მხრიდან ქართული ოცნების წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესებაზე ისაუბრა და თქვა, რომ, მისი ინფორმაციით, -სა და ევროკავშირს შორის ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ დღემდე სანქციები ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენებისა და ს გაყალბებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ არ დაწესებულა, რაც რეალურად ეფექტური შეიძლება იყოს. მისივე თქმით, EU-ს სანქციების “ნაკლებად სჯერა”, რადგან “პერსონალური სანქციები” რთული არის ევროკავშირისთვის, თუმცა აშშ სანქციებს უკეთესად იყენებს.

ამის შესახებ პრეზიდენტმა მთავარი არხის წამყვანთან, გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

“არ ყოფილა სანქციები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რეალურად არიან ახლო ბიზნესწრეები ამ ხელისუფლების, რომლებიც ერთმანეთზე არიან დამოკიდებულები. არ ყოფილა სანქციები იმ ადამიანებისთვის, რომლებმა დღეს გააყალბეს არჩევნები. ეს არის ის ეფექტური სანქციები, რაც შეიძლება იქნას მიღებული. […]

მე ნაკლებად მჯერა ევროკავშირის სანქციების, როგორც ასეთი. შეიძლება იყოს შეზღუდვები სხვა ფორმით, ყველა იმ დახმარებებზე, რაზეც ჩვენი ბიუჯეტი და ჩვენი პროგრამები ძალიან დამოკიდებული არის და ესეც გააძლიერებს ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისს, მაგრამ პერსონალური სანქციები ბევრად უფრო რთული არის ევროკავშირისთვის, რომელიც დამოკიდებული არის კონსენსუსის წესზე და 27 ქვეყანაზე. ამერიკა ამ ინსტრუმენტს უფრო კარგად მართავს.

მე რამდენადაც ვიცი, მიმდინარეობს საუბრები და მოლაპარაკებები ამერიკასა და ევროკავშირს შორის იმის შესახებ თუ, რა შეიძლება გაკეთდეს, ამაზე მეტი არ ვიცი”. – თქვა ზურაბიშვილმა.