სალომე ზურაბიშვილი – არ შემიძლია არ მივმართო პარტიებს, რომლებიც თამაშობენ რაღაცა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას – სად ვართ, სად არის ქვეყანა?

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, მიმართავს პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ.
„არ შემიძლია არ მივმართო იმ პარტიებს, რომლებიც დღეს თამაშობენ რაღაცა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, რაღაც კამპანიას. სად ვართ, სად არის ქვეყანა? სად არის რაღაც საარჩევნო კამპანია, რომ ვინმე დავარწმუნოთ იმაში, რომ ეს რამეს შეცვლის და რამეს მიაღწევს. ჩვენი ამოცანა ქვეყნის მომავლის გადარჩენაა, საქართველოს დამოუკიდებლობის გადარჩენა“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ