სალომე ზურაბიშვილი – არჩევნებზე ორი ძირითადი პრინციპი დაირღვა – უნივერსალურობა და კონფიდენციალურობა

არჩევნებზე ორი ძირითადი პრინციპი დაირღვა – უნივერსალურობა და კონფიდენციალურობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ს დროს 2 ძირითადი პრინციპი დაირღვა, რაც საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ ნებისმიერი შედეგი სრულიად განსხვავებული იქნებოდა. პირველი უნივერსალურობაა, რადგან ჩვენი დიასპორა 1 მილიონზე მეტი ადამიანისგან შედგება და ხმის მიცემა მხოლოდ 34 000-მა შეძლო, მაშინ, როცა დიასპორა მობილიზებული იყო, რადგან მათ იცოდნენ, რომ საქმე ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანს ეხებოდა. მეორე პრინციპი, რომელიც დაირღვა, კონფიდენციალურობაა, იმ საშუალებით, რომლითაც ელექტრონული სისტემების გამოყენება მოხდა, მათ შორის მოწყობილობების თავზე კამერებით და ასევე, კომისრები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა დანიშნა. ეს ყველაფერი მეც და პოლიტიკურმა პარტიებმაც საკონსტიტუციო სასამართლოს გავაცანით, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ. იმ იმედით, რომ შეიძლება ზოგიერთ მოსამართლეს გაეგო, რომ შედეგები სრულიად გაყალბდა და კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნებისკენ კონსტიტუციური გზა იყო. სამწუხაროდ, ჩვენი იმედი არ გამართლდა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ვარკეთილის“ მეტროს ფუნქციონირება შეზღუდული იყო იმ სამუშაოების გამო, რაც ჩატარდა, ძირითადად, ეს იყო მოსაცდელში არსებული თაღის ჭერის გამაგრება, შესაბამისი ხსნარებით და ბეტონით – რეაბილიტაცია წლის ბოლოსთვის დასრულდება

კახა კალაძე – პრემიერის კაბინეტში მუქარა, შანტაჟი და შეურაცხყოფა მიდიოდა, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაგვეჩაღებინა – იყო დაპირებები: ჩვენ ყველაფრით დაგეხმარებით, შესაბამისი ტექნიკით იქნებით უზრუნველყოფილი და ასე შემდეგ