სალომე ზურაბიშვილი: არაფერი მომხდარა, არავინ არაფერი არ აირჩია

არაფერი მომხდარა, არავინ არაფერი არ აირჩია, – ასე აფასებს სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტად ს არჩევას.
ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებთან გავიდა და მადლობა გადაუხადა.
„მადლობა თქვენ, მადლობა ჩვენს ახალგაზრდებს, ყველანი ვართ დედები და ყველა ჩვენი შვილია. ვინც აქ დგანან, დგანან ამ ქვეყნისთვის, ამ ქვეყნის მომავლისთვის. მათ ვუთხრათ მადლობა და მათ ვუთხრათ, რომ მათთან ერთად ვიქნებით ბოლომდე, რომ დავიცვათ ისინი“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტს ახალი პრეზიდენტი არ აურჩევია, „არაფერი მომხდარა, არავინ არაფერი არ აირჩია“.
კითხვაზე, აგრძელებთ თუ არა საქმიანობას, სალომე ზურაბიშვილმა თქვა: „აბა, რას ვაკეთებ“.
ცნობისათვის: საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი ეუთოს გენმდივნის ვიზიტზე – არის მოლოდინი, რომ „დიფ სთეითის“, ამჟამად ბრიუსელის მხრიდან ოპოზიციას კიდევ ექნება დახმარება, ამ დონის ადამიანის ჩამოსვლა კი ერთ-ერთი რესურსია, რომ ამას წერტილი დაესვას – ასეთი ვიზიტები ისტერიკაში აგდებს ოპოზიციას