– არაფერი არ არის მზია ამაღლობელის საქმეში, გარდა ცრუ ჩვენებისა – ცხადად გამოჩნდა, რომ ამაში ჩართულია ხელისუფლება, არის ზეწოლა, რათა ეს საქმე გახდეს პოლიტიკური

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, ს განცხადებით, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები და ყველა ბრალდება „მითებსა და კონსპირაციის თეორიებს“ ეფუძნება.
ამის შესახებ მან ს საქალაქო სასამართლოში “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ზურაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლება პროცესში ჩართულია და ზეწოლას ახდენს, რათა საქმე პოლიტიკურად წარმოაჩინონ, თუმცა ეს პოლიტიკური საქმე არ არის.
„ჯერ არ სჯიან და იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება. დღეს ყველაზე ნათელი იყო ის, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ყველა ბრალდება თუ ხმები იმის შესახებ, რომ მზია ვიღაცის დავალებით რაღაცას ასრულებდა, ეს მითები და კონსპირაციის თეორიები ჩამოეცალა. არაფერი არ არის საქმეში, გარდა ცრუ ჩვენებისა. ადვოკატმა ეს ყველაფერი დეტალურად ახსნა. 10 საათი ვიყავით და ამის იქით არაფერია სათქმელი. ასევე ცხადად გამოჩნდა, რომ ამაში ჩართულია ხელისუფლება, არის ზეწოლა, რათა ეს საქმე გახდეს პოლიტიკური. ეს არ არის პოლიტიკური საქმე და უნდა დამთავრდეს ასე.
ორშაბათს მოვისმენთ მზიას განცხადებას. მოითხოვა, რომ დღეს ფიზიკურად არ შეუძლია ამის გაკეთება. ვფიქრობ, ამ ყველაფრის მერე ან საერთოდ სასამართლო თავის თავს გამოუტანს განაჩენს ან თავისუფლება მზიას“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპონენტებს უჭირთ როგორც საარჩევნო, ისე საინვესტიციო მათემატიკა, Eagle Hills-ს ასწავლიან მძიმე პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანები მოგების ამოღებას საკუთარი ინვესტიციებიდან, ეს არის ღიმილისმომგვრელი ფაქტი

ირაკლი კირცხალია გიორგი შარაშიძეს – როცა აქ შემოხვედით, გითხარით – „მოგიწევთ თავის მართლება, რომ არ ხართ „ნაცები“, ახლა მოგიწევთ გაეცნოთ ქცევის წესებს – აუცილებლად დაგეხმარებით, რომ კულტურულად მოიქცეთ, ამის პირობას გაძლევთ