საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დაიწყო.
სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ესწრებიან.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა, შეხვედრის მთავარი თემაა საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები საერთაშორისო ასპარეზზე კვლავ გახდეს აქტიური.
მისივე მოსაზრებით, ქვეყანაში შექმნილ „პოლიტიკურ კრიზისს“ საერთაშორისო საფინანსო წნეხი დაეწევა,“ქართულ ოცნება” ამ ზეწოლას ვერ გაუძლებს.
“ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს აკისრია, არის ნდობის მანდატი, რომელიც აქვს, როგორც პოლიტიკური ძალებისგან, ასევე, საზოგადოებისგან. ჩვენ არ გვაქვს სხვა ფორმატი, სადაც ყველა ოპოზიციურად განწყობილი მოთამაშე ერთი მაგიდის გარშემო დაჯდება, ამიტომ ეს არის მთავარი როლი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს აქვს.
ჩვენ გვჭირდება ზუსტად ისეთი აქტიურობა საერთაშორისო ასპარეზზე, როგორიც ეს იყო 2024 წლის ბოლო თვეების განმავლობას.
ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ახალი თემები გააჩინა, თუმცა ჩვენი ყველა მცდელობა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ საქართველო სიის სათავეში ამოვწიოთ და საქართველოს მიმართ დაბრუნდეს ყურადღების ისეთივე მასშტაბი, როგორიც ეს იყო მანამდე, ამიტომ იქნება ეს “მიუნხენის კონფერენცია” თუ ნებისმიერი სხვა ფორმატი ეს არის მთავარი საბრძოლი დღეს ჩვენთვის – საქართველოში “ქართულ ოცნებას” ქართული ხმა არ ესმის, არც ჩვენი პარტნიორების ხმა ესმის.
პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაში ერთმნიშვნელოვნად სახეზეა, ამას თუ დაეწევა საერთაშორისო საფინანსო წნეხი და ზეწოლაზე “ქართულ ოცნებაზე” , რა თქმა უნდა, ისინი ამ ზეწოლას ვერ გაუძლებენ. ამიტომ, ქვეყნის გარეთ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საბრძოლი არეალი, რომ საქართველო ამოვწიოთ სიაში ზევით”,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ინფორმაციისათვის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრამდე სალომე ზურაბიშვილმა აუდიენცია გამართა: სამოქალაქო აქტივისტებთან და მედია მენეჯერებთან.
