სალომე ზურაბიშვილი ანჯეი დუდას – გმადლობთ, საქართველოს გვერდში დგომისთვის, განსაკუთრებით რეპრესიებისა და ტერორის ამ ბნელ საათებში

გმადლობთ, პრეზიდენტო ანჯეი დუდა საქართველოს გვერდში დგომისთვის პირადად და პოლონელი ერის სახელით ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით რეპრესიებისა და ტერორის ამ ბნელ საათებში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც მასსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.
„გვჯერა, რომ თქვენი მხარდაჭერით ქართველები გადალახავენ და ჩვენი საერთო ევროპული მომავალი გაგვაერთიანებს!“- წერს პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება