სალომე ზურაბიშვილი ანჯეი დუდას – გმადლობთ, საქართველოს გვერდში დგომისთვის, განსაკუთრებით რეპრესიებისა და ტერორის ამ ბნელ საათებში

გმადლობთ, პრეზიდენტო ანჯეი დუდა საქართველოს გვერდში დგომისთვის პირადად და პოლონელი ერის სახელით ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით რეპრესიებისა და ტერორის ამ ბნელ საათებში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც მასსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.
„გვჯერა, რომ თქვენი მხარდაჭერით ქართველები გადალახავენ და ჩვენი საერთო ევროპული მომავალი გაგვაერთიანებს!“- წერს პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

კეროლინ ლევიტი – არსებობს სანქციები, რომელთა გამოყენებაც დონალდ ტრამპს შეუძლია, თუ საჭიროება იქნება, თუმცა ყოველთვის ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მის მთავარ გზას დიპლომატია და მოლაპარაკებები წარმოადგენს

ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი მოსამართლეს – დილის ექვს საათამდე ვერ დავიძინე იმაზე ფიქრში, რა ხდება ქვეყანაში და რა ხდება ჩემს თავს, საგიჟეთია – ერთს ვითხოვ, სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, უდანაშაულო ვარ