,, სალომე ზურაბიშვილი ავადმყოფურად განიცდის, რომ პრეზიდენტი აღარ არის და ოპოზიციას ეტენება” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:
,,როგორც ვთქვი, სალომე ზურაბიშვილი ავადმყოფურად განიცდის, რომ პრეზიდენტი აღარ არის და ოპოზიციას ეტენება, ოპოზიციურ “ბაბლთან” ბოლო შეხვედრები მისივე ინიციატივით შედგა. შედეგი დიდი ვერაფერი. ბევრჯერ დაკრული ფირფიტაა
შეხვედრიდან გამოსულმა ერთერთმა მონაწილემ უნებლიეთ გაამხილა, თუ რატომ მივიდა სალომესთან ოპოზიცია. ჩვენ ზურაბიშვილი გვჭირდება როგორც გამტარიო – ანუ დასავლეთთან მთავარი დამსმენიო.
სხვათა შორის, ზუსტად ასეთ “გამტარად” გამოიყენა ოპოზიციამ ზურაბიშვილი, რა თქმა უნდა მისივე თანხმობით, როდესაც წაგებულ არჩევნებზე აძახებინა გაყალბდაო, რადგანაც დასავლეთში ვიღაცეები სალომეს სიტყვებს უფრო ენდობიან ვიდრე აქაური “ოპო-ბაბლის.”
სალომე ვერ გახდება ოპოზიციის ლიდერი, იმიტომ რომ თავად ოპოზიციას არ სურს ეს. მათი ურთიერთობა იქნება დამყარებული “ხელი ხელს ბანს” პრინციპზე, მანამდე ვიდრე წყალი არ შეუწყდებათ”

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად

მიხეილ სააკაშვილი: თქვენ ამბობთ, რომ ბადრი პატარკაციშვილი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, შეგახსენებთ 2007 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას “ყველაფერს ვიღონებ, სააკაშვილის ფაშიზმის დასამხობად!” არის თუ არა ეს პოლიტიკური განცხადება?