სალომე ზურაბიშვილის სურვილია, ხელისუფლებაში დააბრუნოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც სწორედ ცენზურითა და ტელევიზიების მიტაცებით გამოირჩეოდა – კობახიძე

სალომე ზურაბიშვილის სურვილია, ხელისუფლებაში დააბრუნოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც სწორედ ცენზურით, ტელევიზიების მიტაცებით გამოირჩეოდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა.
მისივე თქმით, თვე-ნახევარში, კონსტიტუციის მთელი სიმკაცრით, თანამდებობიდან იქნება გადაყენებული.
„სალომე ზურაბიშვილის სურვილია, ხელისუფლებაში დააბრუნოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც სწორედ ცენზურით, ტელევიზიების მიტაცებით გამოირჩეოდა. 2012 წლამდე მათ დაამყარეს სრული მედიამონოპოლია საქართველოში და სალომე ზურაბიშვილს უნდა, რომ ეს პოლიტიკურ ძალა, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ დაბრუნდეს ხელისუფლებაში. აქედან ჩანს, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე ფარსი, თუმცა ძალიან დიდ დროს ვუთმობთ, მგონი, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც დაახლოებით თვე-ნახევარში აღარ იქნება თანამდებობაზე, იქნება გადაყენებული კონსტიტუციის მთელი სიმკაცრით, იმპიჩმენტის წესით საკუთარი თანამდებობიდან“, – აღნიშნა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და რა გინდათ, რას ძაბავთ?! რას ეძებთ? – დასავლეთიდანაც გვეუბნებიან, რომ პოლარიზაციის შემცირება მნიშვნელოვანია, მაგრამ თავადვე აფინანსებენ საზოგადოების დაპირისპირებას და გახლეჩას