სალომე ზურაბიშვილის მიმართვა მოქალაქეებს: რეჟიმმა უკვე წააგო, მისი დღეები დათვლილია

ქვეყანა რუსებს არ უნდა დავუთმოთ, – ამ სიტყვებით მიმართა სალომე ზურაბიშვილმა დღეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა თქვა, რომ გაყალბებული დან ერთი წლის შემდეგაც “ოცნება” ლეგიტიმაცია ვერ მოიპოვა.

ზურაბიშვილმა ევროპული მოავლის მცველებს უთხრა, რომ მათ მხარესაა სიმართლე სოლიდარობა, ხოლო ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები მარტონი არიან მაშინაც, როცა “ციხის კართან დგანან ან სასამართლოშ არიან”.

2024 წლის 26 ოქტომბრიდან გავიდა ზუსტად ერთი წელი. ერთი წლი, რაც ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური და ვერაფრით ვერ მოიპოვა ლეგიტიმურობა. ვერც თავისი მცდელობებით, რომ ვიღაცეებს ხელი ჩამოართვან, სადაც შეძლეს, ვერც იმით, რომ ვიღაცეები შეიყვანეს პარლამენტში ან აპირებენ, რომ შეიყვანონ. ვერაფერი ვეღარ უშელის რეჟიმს, რომელიც დაამკვიდრა თავისი არალეგიტიმურობა, როცა ჩაატარა რუსული . ერთი წელი გავიდა ერთი რუსული სცენარიდან მეორე რუსულ სცენარამდე. 4 ოქტომბერს სცადა რეჟიმმა, რომ შეეტყუებინა ხალხი იმ რაღაც აბსურდულ სცენარში, რომელიც რუსული სპეცსამსახურების ტვინში შეიძლება, ყოფილიყო მოხარშული. მაგრამ, ქართველი ხალხი ბრძენია და ქართველმა ხალხმა იცის, როგორ უნდა მიიყვანოს ერთწლიანი ბრძოლა ბოლომდე.

რა გამოჩნდა ამ ერთი წლის მანძილზე? გამოჩნდა, რომ საზოგადოების, ქართველი ხალხის მხარეს არის პირველ რიგში, არნახული სოლიდარობა. საკმარისია ნახოთ, რა სისწრაფით გროვდება თანხა ჯარიმებისთვის, საკმარისია ნახოთ, როგორ ყოველ სასამართლოზე არიან ადამიანები, რომლებიც იქ დგანან და არავის ტოვებენ მარტო. სამაგიეროდ, ამ რეჟიმის წარმომადგენლები როცა არიან ციხის წინაშე და სასამართლოზე, ძალიან მარტონი არიან. არავინ მათ გვერდზე არ დგება და არ უცხადებენ სოლიდარობას, თუნდაც ფბ პოსტებით, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ რეჟიმმა ბრძოლა უკვე წააგო და გამარჯვება აუცილებლად ძალიან მალე იქნება.

ამ რეჟიმმა უკვე წააგო, უკვე არ აქვს არანაირი საფუძველი, რომ გააგრძელოს. მისი დღეები დათვლილია და ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ კიდევ ცოტა კიდევ გავუძლოთ. ძალიან მალე იქნება ნამდვილი, ბოლომდე გამარჯვება!, – განაცხადა სალომე ზზურაბიშვილმა.