„სალომე ზურაბიშვილის კურატორს წამოსცდა, ამდენი ხანია და ერთი სისხლი არ დაღვრილაო, შეეცდებიან, 26 მაისი იქნება თუ სხვა საბაბი, ამის პროვოცირება მოახდინონ“ – ირაკლი ქადაგიშვილი
„ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი „პირველ არხთან“ ამბობს:
„ამ ადამიანებს სისხლისღვრის კადრები არ ყოფნით. სალომე ზურაბიშვილის კურატორს, „მაკკეინის ინსტიტუტის“ წარმომადგენელს წამოსცდა – ამდენი ხანია და ერთი სისხლი არ დაღვრილაო. მათი მიზანი ეს იყო და ეს არის. მათი ამოცანაა, ქვეყანაში რამენაირად დაპირისპირება გაღვივდეს. სხვა მიზანი არ გააჩნიათ. სისხლისღვრას საკრალური მნიშვნელობა და ძალა აქვს. ამიტომ, ისინი შეეცდებიან, რომ 26 მაისი იქნება თუ სხვა საბაბი, ამის პროვოცირება მოახდინონ“
