სალომე ზურაბიშვილის კალთას ამოფარებული კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” ევროპელობით ვერ შეიფუთება, იმდენი სისხლი აქვს საქართველოში დაღვრილი

„მიზანი დაგვიმალონ საზოგადოებას „ნაცმოძრაობა“, მიაყუჩონ სადმე, არ დაგვანახონ და ისე ჩაატარონ საქართველოში, თავიდანვე სასტიკი მარცხისთვის არის განწირული,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.
მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციაში მხოლოდ „ნაცმოძრაობაა“ ან სხვადასხვა პარტიებში გადანაწილებული „ნაცმოძრაობის“ ძველი და კარგად ნაცნობი ლიდერები. „წარმოიდგინეთ ზურაბიშვილის კალთის ქვეშ შეფარებული,“ – აღნიშნა მან.
„იმ ოპოზიციის რა ვთქვი, სალომე ზურაბიშვილის კალთას რომ ამოეფარება. წარმოიდგინეთ. ზურაბიშვილის კალთის ქვეშ შეფარებული. ასეთი რეალობის წინაშე ვდგავართ დღეს. ეს ყველაფერი იდეალის დონეზე აყვანილი მათი სცენარია, რაც რასაკვირველია არ შედგება. ეს სცენარიც უცხოეთში არის დაწერილი. და რა არის ამ სცენარის მთავარი მიზანი? წინ წამოწიეს , რომელიც წარსულში ნაცი არ იყო და მისი ვითომ ევროპელობით ფარავენ ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას და „ლელოს“ – „ნაცმოძრაობას“, ანუ სალომე ზურაბიშვილის ქვეშ მალავენ მთელ „ნაცმოძრაობას“.
დღეს რადიკალურ ოპოზიციაში მხოლოდ „ნაცმოძრაობაა“ ან სხვადასხვა პარტიებში გადანაწილებული „ნაცმოძრაობის“ მსხვილი ლიდერები. დამნაშავეები, იმ სისტემის ავტორები და ლიდერები, რომელსაც ისტორიამ დაარქვა მკვლელი, სისხლიანი რეჟიმი. აი ეს ყველაფერი იმალება სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ და სურთ, რომ თავად იგი შეფუთონ, როგორც ე.წ. ევროპელი ლიდერი.
სურთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ანუ ხელისუფლებას არჩევნებზე დაუპირისპირონ ერთადერთი სახელი – ევროპა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი დამალონ. თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილის კაბით და ევროპელობით ვერ დაიმალება. „ნაცმოძრაობას“ იმდენი სისხლი აქვს საქართველოში დაღვრილი, რომ ეს წითელი ფერი – სისხლი ყველგან ჩანს.
გავმეორდები მათი მიზანი რომ დაფარონ, დაგვიმალონ საზოგადოებას „ნაცმოძრაობა“ , მიაყუჩონ სადმე, არ დაგვანახონ და ისე ჩაატარონ არჩევნები საქართველოში თავიდანვე სასტიკი მარცხისთვის არის განწირული,“ – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას