სალომე ზურაბიშვილის გეგმა

სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე სამოქმედო გეგმა წარადგინა:
1. ახალი – ახალი არჩევნები საერთაშორისო გამოძიებით, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ გამოირკვეს სისტემური ხარვეზები, რაც არსებობდა და გამოსასწორებელია. ასევე, ახალი ს დაკომპლექტება და საარჩევნო კოდექსის ცვლილება, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებით, საარჩევნო დავების სპეცსასამართლოს შექმნა.
2. 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება – ვინაიდან არ შედგა არჩევნები, არ შეიძლება შედგეს არაფერი ახალი – არც პრეზიდენტი, არც მთავრობა, არც პრეზიდენტის არჩევნები, ანუ ვაგრძელებთ არსებულით, გარდამავალი პერიოდის სტაბილურობისთვის. უკვე ვმუშაობ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერაზე.
ამასთან სალომე ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, დაფიქრდეს კარგად. მისი აზრით, არ შეიძლება ახალი პარლამენტის შეკრება მაშინ, როცა არ მოგყვება “არც შენი ქვეყანა და არც შენი მთავარი პარტნიორები”.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე – ვკითხულობ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის კომენტარებს აქციაზე „ლელოს“ წარმომადგენელზე თავდასხმაზე და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ივანიშვილის რეჟიმის ხანგრძლივობის მიზეზი არა მხოლოდ მის რესურსებში, არამედ ოპოზიციის უმწიფრობაშია