სალომე ზურაბიშვილის გეგმები | კობახიძის პოლიტიკური პროგნოზი და პოლიტიკური შეფასებები

“ქართული ოცნება” პრეზიდენტ ზურაბიშვილზე მორიგი შეტევისთვის ემზადება. სახელისუფლებო პარტია, როგორც ჩანს, შიშობს, არ გახდეს სახელმწიფოს მეთაური ერთ-ერთი ძლიერი კონკურენტი ყოფილი თანაგუნდელებისთვის.
პირველი განაცხადი პარტიის ლიდერმა გააკეთა. ამბობს, რომ პრეზიდენტი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გადადგება და საარჩევნო მარათონში ახალი პოლიტიკური ამბიციებით ჩაერთვება.
თუმცა, ვისთან ერთად მოიაზრებენ კოალიციაში სალომე ზურაბიშვილს, ამ თემაზე ივანიშვილის გუნდი დუმს. სახელისუფლებო პარტიის წევრმა დღეს საკუთარი განცხადებები ისევ სახელმწიფოს მეთაურის ლანძღვასა და ქილიკს დაუთმეს.