სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპულმა საბჭომ ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

ევროპულ საბჭოს გუშინ და დღეს ჰქონდა შეხვედრები და გადაწყდა სავიზო შეზღუდვების შემოტანა ქართველ დიპლომატებზე, რაც ძალიან მკაცრი და ნათელი გზავნილია – ასევე, სანქციებზე გადაწყვეტილებაა -ის მხრიდან და ქართველი ხალისთვის ამაზე დიდი მხარდაჭერა არ არსებობს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ საქართველოს ლიდერების მიმართ მათი გზავნილები მკაფიოა.
„ევროპულ საბჭოს გუშინ და დღეს ჰქონდა შეხვედრები. დღეს გადაწყდა სავიზო შეზღუდვების შემოტანა ქართველ დიპლომატებზე. ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა განცხადება, სადაც ამბობს, რომ ქართველი ხალხი აპროტესტებს მთავრობის არჩევანს, რომ გააჩეროს საქართველოს ევროპული გზა. მშვიდობიან პროტესტს ხელისუფლებამ დაუპირისპირა პოლიციური ძალადობა. „დღეს ვაწესებთ ვიზა შეზღუდვებს ქართველი დიპლომატებისთვის. ჩვენი გზავნილი საქართველოს ლიდერების მიმართ მკაფიოა- თქვენს ხალხს ნუღარ აშავებთ“ – ეს არის ძალიან მკაცრი და ნათელი გზავნილი ურსულა ფონ დერ ლაიენის მხრიდან. ასევე ძალიან მკაფიო გზავნილებია სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან. ვიცით, ასევე გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სანქციების შესახებ, რაც ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ძალადობაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. არ არსებობს ამაზე დიდი მხარდაჭერა ხალხის და მოსახლეობის, რომელიც თავის სათქმელს მშვიდობიანად ამბობს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)