სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ვარშავის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე პანელური დისკუსიაზე – ,,გაუტეხელნი: ბრძოლა დემოკრატიული სუვერენიტეტისათვის მტრულ სამეზობლოში“

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის,  ს გამოსვლა
ვარშავის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე პანელური დისკუსიაზე – ,,გაუტეხელნი: ბრძოლა დემოკრატიული სუვერენიტეტისათვის მტრულ სამეზობლოში“
🔶საქართველოში ბევრს საუბრობენ მშვიდობაზე, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ძველი საბჭოთა, ახლა კი რუსული პროპაგანდაა, რომელიც მშვიდობაზე საუბრობს და ომს აწარმოებს. ჩვენ საქართველოში ჰიბრიდული ომის წინაშე ვდგავართ, რომელიც, სავარაუდოდ, ხვალინდელი ომია.
როგორც ყოველთვის, ჩვენ ს საცდელი პოლიგონი ვართ; როგორ სცადოს ხელახლა რუსეთის იმპერიალიზმის აღდგენა, მისი გავლენის განმტკიცება და უფრო მეტიც. ჰიბრიდული ომი მათი ახალი იარაღია და ზუსტად ისე, როგორც 1993 ან 2008-ში, მას კვლავ საქართველოში ცდიან. ცდიან ჰიბრიდულ ომს, რომელიც შედგება პროპაგანდისგან, კიბერთავდასხმებისგან, ს მანიპულაციისგან – ისინი ამისათვის ჩვენსავე დემოკრატიულ ინსტრუმენტებს იყენებენ.
ეს არის დემოკრატიის პრევენცია ტოტალიტარიზმის სასარგებლოდ, რადგან ჩვენ სწორედ ტოტალიტარიზმის ფორმირებას ვხედავთ და იმისთვის, რომ ამას შევებრძოლოთ, ყველა ელემენტია საჭირო. საჭიროა ძლიერი სამოქალაქო გამძლეობა შიგნით, რომელიც ჩვენ გვაქვს.
ჩვენი გამძლეობის ბრძოლა, რა თქმა უნდა, არ არის შეიარაღებული გმირი უკრაინელი ხალხის მსგავსად, ის ძალიან მშვიდობიანია ყოველგვარი რესურსის გარეშე, რადგან არანაირი რესურსი არ გაგვაჩნია.
ეს არის სამოქალაქო საზოგადოების გამძლეობა მრავალმხრივი თავდასხმების წინააღმდეგ, მათ შორის, ბოლო, რითიც რუსეთი ხელმძღვანელობს არის ის, რომ მან მიზანში ამოიღო სამოქალაქო საზოგადოება და სწორედ ის ადამიანები, რომლებიც უკვე 308 დღეა თბილისში ქუჩაში პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავენ.
მიზანი არა მხოლოდ ისინი, არამედ მათი ოჯახები, მშობლები და ბებია-ბაბუები არიან, რადგან დღემდე ეს ხალხი ვერაფერმა შეაჩერა და კვლავ ვიტყვი, მშვიდობიანად – აქციის მონაწილეების მიერ ამ 308 დღის განმავლობაში, არცერთი ვიტრინა არ გატეხილა.
არაფერს ვამბობ პოლიციის მიერ განხორციელებულ ძალადობაზე. მაგრამ კიდევ ერთხელ, დღევანდელ მსოფლიოში ქვეყნის შიგნით არსებული სამოქალაქო გამძლეობა საკმარისი არ არის, თუ არ არსებობს გარე ყურადღება. და საქართველოს მთავარი პრობლემა დღეს, ალბათ, ის არის, რომ პატარა ქვეყანაა, რომელსაც ქვეყნის მმართველი პარტია მოსკოვის წაქეზებით ან მასთან შეთანხმებით, ცდილობს იზოლაციაში მოაქციოს.
და ჩვენ თქვენგან გვჭირდება ყურადღება, ყურადღება და კიდევ ერთხელ ყურადღება, რადგან იზოლაციის წინააღმდეგ ეს ერთადერთი დაცვაა. როცა ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას კვლავ დაუბრუნებენ ძველ პროდასავლურ, პროევროპულ გზას, ეს ილუზიაა. ქვეყანა ან მმართველი პარტია, რომელიც რუსეთის მკლავებშია მოქცეული, უკან ვეღარ დაბრუნდება, მაგრამ თქვენ მაინც შეგიძლიათ ქართველი ხალხის უკან დაბრუნება და მათი დაცვა. მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო არ არის დაკარგული, რადგან საქართველო ქართველი ხალხია; ქუჩაში მდგომი მოსახლეობა და ისინი, ვინც დღეს ქუჩაში არ არიან, ხვალ და ზეგ გამოვლენ, რადგან ქართველი ხალხის შინაგანი გადაწყვეტილება არასოდეს დაბრუნდეს რუსეთის ბატონობის ქვეშ, მტკიცეა და არ დასუსტდება! მაგრამ ჩვენ გვჭირდება თქვენი ყურადღება, თქვენი სოლიდარობა, რადგან სამყაროში არსებული უამრავი კრიზისის პიროობებში, პატარა ქვეყნისთვის ძალიან ძნელია საერთაშორისო არენაზე არსებობა. სწორედ ამისთვის ვართ აქ, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მე დღეს აქ ვარ.
რა ებრძვის ამ დეზინფორმაციის კამპანიას? – ყველა ის ტექნოლოგიური საშუალება, რაც თავად გამოიყენეს, არის ინფორმაცია და იმის მცდელობა, რომ ზუსტად იგივე ინსტრუმენტები გამოვიყენოთ – სოციალური ქსელები, რადგან ჩვეულებრივი კომუნიკაციისა და ინფორმაციის არხები პირდაპირ შემტევად არიან ქცეულნი. დღესაც კი შიში გვაქვს, რომ ბოლო ოპოზიციური არხებიც გაჩუმდებიან.
რეგიონული ჟურნალისტები პირველები იქცნენ სამიზნეებად. ჩვენ ციხეში გვყავს ქალი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელსაც პოლიციელმა სახეში შეაფურთხა, მან სილა გაარტყა და ამ მიზეზით რვა თვე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა და შემდეგ კი ორი წელი მიუსაჯეს, მიუხედავად იმისა, რომ იყო ერთ-ერთი ყველაზე მამაცი ჟურნალისტი რეგიონებში, სადაც ისინი ყველაზე მეტად გვჭირდება, რადგან სწორედ იქ არის საჭირო საინფორმაციო ბრძოლაში გამარჯვება.
და ჩვენ ნამდვილად ვერ ვიგებთ საინფორმაციო ბრძოლას, რადგან ყველა რესურსი მათი სამიზნეა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ისე ოფიციალური საინფორმაციო არხების. ამიტომ გვიწევს სოციალური ქსელების, TikTok-ის და სხვა მსგავსი პლატფორმების გამოყენება, მაგრამ იქაც ხელოვნურ ინტელექტს ვეჯახებით. ერთი მაგალითი მაქვს: ერთ დღეს მოვუსმინე ვიდეოჩანაწერს, სადაც ჩემი სახე და ხმა იყო გამოყენებული, მე რუსულად ვსაუბრობდი (იმ ენაზე, რომელიც არ ვიცი) და რუსულად ვუხსნიდი ხალხს, რომ ფულს ვიღებ SOCAR-ისგან, აზერბაიჯანის ნავთობკომპანიისგან. ასე მუშაობს ეს ყველაფერი და ამის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან რთულია. ამ ბრძოლას მარტო ვერ მოვიგებთ. ამიტომ ვამბობ, რომ გარედან, რა თქმა უნდა, ყურადღებაა საჭირო, მაგრამ ასევე საჭიროა ერთობლივი ბრძოლაც. მხოლოდ ევროკავშირი, ევროპული ქვეყნები ერთად, შეძლებენ რეალურად შექმნან კონტრსტრატეგია იმ მასშტაბური დეზინფორმაციული სტრატეგიის წინააღმდეგ, რომელსაც რუსეთი ახორციელებს, რადგან რუსეთი ამ ბრძოლას ბევრად ადრე და დიდი ხანია აწარმოებს.
საბჭოთა პროპაგანდა იყო ის, რასაც დღეს რუსეთში ეყრდნობიან და რასაც განაგრძობენ, არასოდეს დაივიწყოთ, რომ პუტინი სამხედრო ლიდერი არაა, ის KGB-ს ლიდერია, რომელიც კარგად იცნობს ფსიქოლოგიურ ომს, საინფორმაციო ომს, და სწორედ იქ გრძნობს თავს კომფორტულად. ესმის ეს სფერო. და არასოდეს დაივიწყოთ ის ინსტიტუტები, რომლებიც საბჭოთა კავშირში მუშაობდნენ, მათ იცოდნენ მენტალიტეტი, ისტორია, როგორ ემართათ ამა თუ იმ ქვეყნის ესა თუ ის მახასიათებელი. ეს ყველაფერი დღეს კვლავ გამოიყენება. და ამის საპასუხოდ საჭიროა მინიმუმ იგივე ძალისხმევა, იგივე გაგება და რესურსების გაერთიანება, რომ ამას შევებრძოლოთ.
როგორ უნდა ვებრძოლოთ კიბერშეტევებს? პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამი კიბერშეტევა მოხდა, მაგრამ არავინ უპასუხა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ოფიციალურ ხელისუფლებას დიდად არ აინტერესებდა ჩემი ინფორმაციისა და ადმინისტრაციის დაცვა და მეორეც იმიტომ, რომ უბრალოდ არ არსებობს პასუხის გაცაცემად შესაბამისი რესურსები.
მაშ როგორ დავიცავთ, თუნდაც ხვალ უფრო დემოკრატიული არჩევნები რომ გვქონდეს, როგორ დავიცავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კიბერშეტევებისგან და იმ პროგრამებს, რომლებიც საჭიროა ამ არჩევნების ორგანიზებისა და შედეგებისათვის? აქაც ერთობლივი ბრძოლაა საჭირო საერთო მტრის წინააღმდეგ. ეს გლობალური ომია, რომელსაც აქვს როგორც სამხედრო, ასევე ჰიბრიდული ასპექტები.
თქვენ ისაუბრეთ ევროპაზე, რომ ბოლოს და ბოლოს იწყებს ერთად თავდაცვაზე და უსაფრთხოებაზე ზრუნვას. მაგრამ უსაფრთხოება ყველა ფრონტზე უნდა გადაწყდეს. და არამილიტარული აგრესია საჭიროებს მინიმუმ იგივე ძალისხმევას, იგივე ბიუჯეტებს და იგივე გაგებას საფრთხეების მიმართ.
დაბოლოს, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ჩვენი არჩევნების შემდეგ, რომლებიც პირველი ტესტი იყო იმისა, თუ როგორ შეიძლება არჩევნების სრულად მანიპულირება, არავინ მოვიდა, ბევრჯერ ვთხოვე სხვადასხვა პარტნიორს ევროკავშირში, არავინ მოვიდა. ერთხელ იყო საუბარი მისიის გამოგზავნაზე, რომელიც ამას გააანალიზებდა, და შემდეგ ეს საუბარი გაქრა. არავინ მოვიდა, რომ გაეგო, რა საშუალებები გამოიყენეს, რა ტექნოლოგიები გამოიყენეს. ეს ძალიან საინტერესო იქნებოდა.
და დღესაც ძალიან საინტერესოა ის, რაც მათ მოლდოვაში გამოიყენეს, მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვა ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდა. მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ უნდა გავიგოთ, რას და როგორ ცდილობდნენ, რადგან ეს სხვა ქვეყნებშიც მოხდება. ეს დასრულებული არაა, და ეს ბრძოლა ისეთივე მნიშვნელოვანია მოსაგებად, როგორც სამხედრო ომი, რადგან უკრაინის შემთხვევაშიც კი, ომის შემდეგ, როცა ბოლოს და ბოლოს მივაღწევთ ღირსეულ ცეცხლის შეწყვეტას, დაიწყება ომი არჩევნებზე, და ეს ომიც ისევ მოსაგებია.
🔹მონაწილეები:
-ოლექსანდრა მატვიიჩუკი – სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრის თავმჯდომარე,
ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი (2022),
– სვიატლანა წიხანოვსკაია – გაერთიანებული გარდამავალი კაბინეტის ხელმძღვანელი, ბელარუსი
– რაფალ შასკოვსკი – ვარშავის მერი, პოლონეთი
🔹მოდერატორი: დანიელ საქსი – „ფონდ ღია საზოგადოების“ გამგეობის ვიცეთავმჯდომარე, გერმანია