სალომე ზურაბიშვილის ამერიკაში ვიზიტზე მახსენდება ფუფალას სიტყვები კინოფილმიდან – „არც შიოლა ყოფილა, მე გამოვიგონე…“

„ოპოზიციის ლობიზმისთვის დიდი ფულით დაფინანსებული ჯო ვილსონის მიერ სალომე ზურაბიშვილის ტრამპის კარზე მიახლება, სხვა არაფერია, თუ არა დერეფნებში მიღწეული „შეთანხმება” ტრამპსა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ოპოზიციას შორის“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის მიერ უცხოური ლობიზმით დაგეგმილ ვიზიტებში დახარჯული ფული ერთადერთ მიზანს ხმარდება – შეინარჩუნონ საკუთარი ამომრჩევლები ქუჩაში. თუმცა, როდემდე, თავადაც არ იციან.
„თუ რამდენად აფასებს ტრამპი „ყოფილებს”, რომლებიც ჯერ ბაიდენის მსახურნი იყვნენ და ახლა მას სთავაზობენ მორჩილებას, ეს ყველამ კარგად ვიცით. მართალია, პოლიტიკა პიროვნულ ღირებულებებს მაინცდამაინც არ აფასებს, მაგრამ არც მთლად ასე თავზელაფდასხმულობას აღიარებს, თუნდაც მაკიაველის მოძღვრებით. სალომეს ირეალური მიზანი – დარჩეს ისევ პრეზიდენტად, ვერ ამართლებს საფრანგეთი-ამერიკის დერეფნებში წარმოებულ „გაცნობით პოლიტიკას“.
ოპოზიციამ მემკვიდრეობით მიიღო სააკაშვილისგან ფასადური პოლიტიკის წარმოება და წარმატებით აგრძელებს დიდი ბელადის გზას. უცხოური ლობიზმით დაგეგმილ ვიზიტებში დახარჯული ფული ერთადერთ მიზანს ხმარდება – შეინარჩუნონ საკუთარი ამომრჩევლები ქუჩაში. თუმცა, როდემდე, თავადაც არ იციან.
ჯო ვილსონი, რომელიც ოპოზიციისთვის ამერიკის პრეზიდენტია, რის ვაი-ვაგლახით ახერხებს ჰოლში თუ მოსაცდელში გავლისას ზურაბიშვილისა და ადგილობრივების ხელის ჩამორთმევას. ტრამპის ინაუგურაციის დღეს კი ვიხილავთ კიდევ ერთ ფოტოსესიას, რომელსაც, საფრანგეთის მსგავსად, საქართველოში ჩამოსვლამდე გაუვა ყავლი.
სალომე ზურაბიშვილის ამერიკაში ვიზიტზე მახსენდება ფუფალას სიტყვები კინოფილმიდან „ნატვრის ხე“ – „არც შიოლა ყოფილა, მე გამოვიგონე ყველაფერი…“. და მაინც, როგორი უფერულია მისი ვიზიტი შტატებში, მიუხედავად ვილსონის მიერ გაკეთებული ამდენი ფერუმარილისა?” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში