სალომე დუნდუა – განათლების მინისტრმა ბევრჯერ თქვა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, მაგრამ ბოლოს უკვე მინისტრის შეჯამებაშივე გამოიკვეთა შესაძლებლობა, რომ გაგრძელდეს დიალოგი

განათლების მინისტრის მიერ ბევრჯერ ითქვა, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, მაგრამ ბოლოს უკვე მინისტრის შეჯამებაშივე გამოიკვეთა შესაძლებლობა, რომ გაგრძელდეს დიალოგი, ჩვენც ვიფიქრებთ შეჯერებულ ვარიანტზე და თქვენც იფიქრეთო, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, სალომე დუნდუამ სამინისტროში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების განათლების მინისტრ გივი მიქანაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრის ბოლო ნაწილმა მომავალში ახალი ნაბიჯების გადადგმის შანსი გააჩინა.
„მინისტრის მიერ ბევრჯერ ითქვა, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, მაგრამ ბოლოს უკვე მინისტრის შეჯამებაშივე გამოიკვეთა შესაძლებლობა, რომ გაგრძელდეს დიალოგი, ჩვენც ვიფიქრებთ შეჯერებულ ვარიანტზე და თქვენც იფიქრეთო. ბოლო ნაწილმა უფრო მომავლის, ახალი ნაბიჯების გადადგმის შანსი გააჩინა. ბოლოს მინისტრმა თქვა, რომ თქვენ და ჩვენ განსხვავებული ხედვა გვაქვს – ჩვენც ვიფიქრებთ, გუნდში ვილაპარაკებთ და თქვენც იფიქრეთო“, – განაცხადა სალომე დუნდუამ.