სალომე გოგიაშვილი მოითხოვს, დაზარალებულმა წარადგინოს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს, რომ თავში ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება აქვს (ვიდეო)

ყოფილი ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი ე.წ. ჩაქუჩის სკანდალზე პირველ კომენტარს აკეთებს – ცნობილი ინფლუენსერი ამბობს, რომ ლიკა შენეგლიას მიერ სოციალურ ქსელში გაჟღერებული ბრალდებები ცილისწამებაა.

გოგიაშვილი მოითხოვს, ლიკა შენგელიამ  ექსპერტიზის დასკვნა წარადგინოს, რომელიც დაადასტურებს, რომ მას თავში ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება აღენიშნება.

ყოფილი ტელეწამყვანი სოციალრ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში ამბობს, რომ აპირებს სასამართლოში ჩივილს – მტკიცებულებად კი წარადგენს რამდენიმე საათიან ვიდეო და აუდიოჩანაწერებს.

სალომე გოგიაშვილის თქმით, ის იწერდა მისი მეუღლის და მოქალაქე ლიკა შენგელიას კომუნიკაციას.

ცნობისთვის, მოქალაქე ლიკა შენეგლია ინფლუენსერ სალომე გოგიაშვილს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში სდებს ბრალს. ქალმა საჯარო განცხადება რამდენიმე საათის წინ გაავრცელა და დაწერა, რომ  გოგიაშვილმა ეჭვიანობის ნიადაგზე მას თავში ჩაქუჩი ჩაარტყა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ამბობს, დაიწყო თუ არა გამოძიება, მოქალაქე ლიკა შენეგლიას საჯარო განცხადებაზე.