სალომე ასათიანი: ჯერ როგორი დაკიდებაა ქვეყნის მოქალაქეების, ახალგაზრდების, რომლებიც დღეების განმავლობაში ტოქსიკურ გაზს და წყლის ჭავლს თავიანთი ახალგაზრდა სხეულებით იგერიებდნენ, ოღონდ ქვეყანაში ეს მავნებლური კანონი არ ამოქმედებულიყო

“ჯერ როგორი დაკიდებაა ქვეყნის მოქალაქეების, ახალგაზრდების, რომლებიც დღეების განმავლობაში ტოქსიკურ გაზს და წყლის ჭავლს თავიანთი ახალგაზრდა სხეულებით იგერიებდნენ, ოღონდ ქვეყანაში ეს მავნებლური კანონი არ ამოქმედებულიყო.
თან როგორ დაბოღმილან იმ ჯერზე რომ ვერ გაიტანეს – მაინც აბრუნებენ, არჩევნების წინ, რომ მოგვშხამონ, გაგვამწარონ, გვაჩხუბონ და სამომავლოდ უმწვავეს კონფლიქტს დაუდონ საფუძველი.
ადამიანური, უნივერსალური, ჰუმანისტური ღირებულებებისთვის მომუშავე ორგანიზაციების და მოქალაქეების “უცხოეთის ძალის ინტერესების გამტარებლებად” გამოცხადება შხამი და ბოროტებაა – ღირებულებრივად, იდეოლოგიურად და თუ გნებავთ ფილოსოფიურად. საერთაშორისო დაფინანსება ჩვენი რეალობისთვის შეუცვლელი მნიშვნელობის იყო და არის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა კარგი მმართველობა, დამოუკიდებელი სასამართლო, კრიტიკული მედია, განათლება, მეცნიერება, გარემოს დაცვა, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა, ადამიანებზე ზრუნვა – მათ შორის ძალადობის მსხვერპლ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ნაწამებ, ან უკურნებელი დაავადებების მქონე ადამიანებზე, ჩაგრულ უმცირესობებზე. ეს ყველაფერი “უცხოეთის გავლენა” გახდება. “ქართული” და “ეროვნული” რა ღირებულებებია მაშინ ნეტავი. მამა-ბატონის ახირებების მსახურება, მოქალაქეების, საზოგადოების და სახელმწიფოს გაწირვის ფონზე – როგორც ჩანს.
მეც “უცხოეთის ინტერესების გამტარებელი” ვიქნები. ნეტავი ეს საამაყო იარლიყი “ასათიანის კუთხეს” უნდა დავაწერო ხოლმე თუ ხმით გამოვაცხადო? იქნებ ორივე, ხაზგასმით? ძალიან სასიამოვნო პერსპექტივაა. ველით დიდი მოლოდინით,” – წერს სოციალურ ქსელში რადიო თავისუფლების ჟურნალისტი სალომე ასათიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური – მამუკა ხაზარაძემ თქვა, თითქოს, ახალი პირობები წამოაყენაო გახარიამ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება – ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მაინც და მაინც სამართლიანი არ იყო მათი პირობები