სალომე ასათიანი: არჩევნებამდე პერიოდში ბევრ განსაცდელს მოგვივლენენ, ყველა შესაძლო ვერაგულ ნაბიჯს გადადგამენ. იქნება პროპაგანდა, ყველაზე ადამიანური შიშებით მანიპულაციაც…

“რა თქმა უნდა ბრძოლა ახლა იწყება. და ამაზე უარესისთვისაც უნდა ვემზადოთ. აქედან არჩევნებამდე პერიოდში ბევრ განსაცდელს მოგვივლენენ, ყველა შესაძლო ვერაგულ ნაბიჯს გადადგამენ. იქნება პროპაგანდა, ყველაზე ადამიანური შიშებით მანიპულაციაც და ყველაზე ტრაიბალისტური ინსტინქტების გამოხმობაც. შეგვაშინებენ ომით, იდენტობის დაკარგვით, ლგბტ შეთქმულებით.

იქნება ბევრი სიბინძურე – პირადი ცხოვრების გამომზეურება, დაუნდობლობა, ადამიანების სიცოცხლეშივე მოკვლის შემთხვევები, “ფარული ჩანაწერები” და დამონტაჟებული კადრები. იქნება ძალადობა, შიში, ცემა, დაჭერები, შანტაჟი, მუქარის ზარები. და ეს გაკეთდება ავაზაკური ოსტატობით, ჩრდილოეთიდან მიღებული სახელმძღვანელოებით – , მოგეხსენებათ, დასავლეთის ქვეყნების არჩევნებზე ახერხებს გავლენის მოხდენას, ფაშისტოიდური ძალების და ფიგურების გაძლიერებით, და ჩვენ მით უმეტეს გვიპოვის სისუსტეებს. მათი მიზანი იქნება საქართველოს გადაქცევა პატარა რუსეთად, ოლიგარქიული კლეპტოკრატიის დიდი ხნით დაცემენტებით. ეს უნდა გვახსოვდეს სულ – და ისიც, რომ ამ ხიფათიდან ერთადერთი გამოსავალი მოქალაქეების მოთმინებაზე, გონიერებასა და სიმტკიცეზე გადის,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი სალომე ასათიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – რასაც ველოდით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ზუსტად იგივე ხდება, მათ შორის იმის ჩათვლით, რომ სალომე ზურაბიშვილი არ შეეგუებოდა თანამდებობის დატოვებას, შემოიკრებდა ამ თემის გარშემო რადიკალურ ოპოზიციას, ეს არის ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარი

ირაკლი კობახიძე – მთავარია, რას გააკეთებს დონალდ ტრამპი, მან აღნიშნა, რომ მისი მიზანია აშშ-ის სტრუქტურების გათავისუფლება „დიფ სთეითისგან”, თუ ამას გააკეთებს, დადებითად აისახება საქართველოს ინტერესებზე და გაჯანსაღდება ურთიერთობები

ირაკლი კობახიძე – გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული და აქაც კი 3 000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს – ხალხი აღარ დადის აქციებზე – მძიმე ემოციური ფონია, ერთგვარი ისტერიული მდგომარეობაა რადიკალურ ოპოზიციაში