სალომეს და მისი ნაცრაზმის” მხრიდან, ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე პოზირებისთვის ბილეთების შეძენა პოლიტიკური პროვინციალიზმის მანიშნებელია

ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ქართველი რადიკალების დასწრებას ეხმიანება სოციალურ ქსელში პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ლიდერი . როგორც ის აღნიშნავს, მაშინ, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციის საქმიანობის დაწყებას მთელი მსოფლიო, მათ შორის საქართველო, მოუთმენლად ელოდება, ქართული ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენელი ახერხებს პოლიტიკური პროვინციალიზმის დემონსტრირებას. ხუნდაძე მიიჩნევს, რომ ამაზე მიუთითებს თუნდაც ის გარემოება, რომ მათ ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე პოზირებისთვის ბილეთები შეიძინეს.
„სალომეს და მისი ნაცრაზმის” მხრიდან, ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე პოზირებისთვის ბილეთების შეძენა პოლიტიკური პროვინციალიზმის მანიშნებელია.
მათ ამ მცდელობას ბილეთის ფასიც ვერ ექნება, მაგრამ თავად მოვლენას, რაც დღეს ამერიკაში იმართება, უდავოდ დიდი ფასი და მნიშვნელობა აქვს.
მთელი მსოფლიო ტრამპის მხრიდან, პოზიტიური ცვლილებების მოლოდინშია. ზოგიერთი ქვეყნისთვის, მაგალითად უკრაინისთვის, ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რომელსაც დღემდე მშვიდობაზე ზრუნვას, ფსევდოლიბერალიზმის „მხარდაჭერას” და ოჯახური ფასეულობების დაცვას უწუნებენ, რაც საარჩევნო პერიოდში თავად ტრამპსაც დაუწუნეს და ტყვიაც არ დაიშურეს მისთვის.
საბედნიეროდ „ომის პოლიტიკამ” ყველგან, მათ შორის ამერიკაშიც, ამოწურა რესურსი და დაკარგა საზოგადოებაში ნდობა.
გამოსავალი არის ერთადერთი – მშვიდობა და სამართლიანი თამაშის წესები, რასაც სხვებთან ერთად საქართველოც ელოდება”, – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში