სალიომ უარი თქვა ბერლინში საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიმღერაზე

მომღერალმა სალომე კორკოტაშვილმა (სასცენო სახელით სალიო) ბერლინში საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ. ღონისძიებაზე სიმღერაზე უარი თქვა.
ღონისძიება გერმანიაში საქართველოს საელჩომ დაგეგმა და ის ბერლინში, სასტუმრო “ადლონში” 21 ივნისს უნდა გაიმართოს.
როგორც მომღერალმა “რადიო თავისუფლებასთან” აღნიშნა, მან ბენდთან ერთად ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაიგო, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი და “ქართული ოცნების” სხვა წევრებიც აპირებენ.
“გუშინ რეპეტიცია გვქონდა და ძალიან შემთხვევით გავიგეთ, რომ და “ქართული ოცნების” წევრები იღებენ მონაწილეობას და გავგიჟდით. ჩვენთვის მიუღებელია მათთან ერთად სცენის გაზიარება. რაც ხდება დღეს, როგორც იქცევიან, გამორიცხულია მათთან ერთად იგივე სცენაზე დგომა და გავაუქმეთ ეს კონცერტი. გულწრფელი პროტესტის გამო – ხალხს იჭერენ, ურეკავენ, აშანტაჟებენ და ჩვენ აღარ მივდივართ. ბილეთებიც გვქონდა, ყველაფერი, მაგრამ მთელმა ბენდმა მივიღეთ ეს გადაწყვეტილება”, – ამბობს მომღერალი.
ნეტგაზეთი ღონისძიების რეჟისორს, ბასა ფოცხიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ სალიომ თავისი გადაწყვეტილების შესახებ დღეს რეპეტიციაზე განაცხადა. რეჟისორი ამბობს, რომ ღონისძიებაზე რამდენიმე მუსიკოსი იქნება, ამიტომ სალიო და მისი ბენდი, შესაძლოა, სხვა გამომსვლელით არ ჩაანაცვლონ.
“რამდენიმე გამომსვლელი გვყავდა. გუშინ ერთ-ერთმა, სალიომ, საკუთარი სურვილით გადაწყვიტა, რომ ღონისძიებას გამოაკლდება. ის შეიძლება არც ჩავანაცვლოთ, რადგან ბევრი მონაწილეა და გამომსვლელის ჩანაცვლება ყოველთვის უხერხულობას იწვევს. ღონისძიებაზე საქართველოს, ევროკავშირისა და გერმანიის ჰიმნები შესრულდება. ასევე, გვექნება ფოლკლორული და კლასიკური ნაწარმოებები. შესრულდება ფეხბურთის გულშემატკივრობებისთვის საყვარელი სიმღერებიც, რადგან ამბავიც და თვითონ ღონისძიებაც, ძირითადად, ფეხბურთის ჩემპიონატს უკავშირდება”, – ამბობს .
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიაშია ასევე გეგმავს დაესწროს საქართველოს ნაკრების საფეხბურთო მატჩს თურქეთის წინააღმდეგ.