აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი ერ-რიადში შხვდა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს, პრემიერმინისტრ მუჰამედ ბინ სალმანს. როგორც ცნობილია, მხარეებმა განიხილეს ჰუმანიტარული სუტიაცია ღაზის სექტორში, მათ შორის კრიტიკული დახმარების ნაკადის გაზრდის მცდელობები, იტყობინება Reuters. ასევე ისაუბრეს წითელ ზღვაში კომერციული გემების წინააღმდეგ ჰუსიტების თავდასხმების შეკავების მცდელობებზე.
სალივანი ახლა გაემგზავრება ისრაელში, სადაც ის ხუთშაბათს და პარასკევს გამართავს მოლაპარაკებებს ისრაელის პრემიერმინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და ომის კაბინეტის წევრებთან.
მოსალოდნელია, რომ შეხვედრებზე განიხილავენ ისრაელის უფრო ზუსტი დარტყმების აუცილებლობას “ჰამასის” ობიექტებზე.