სალივანი: კვლავ შეშფოთებული ვართ დემოკრატიული ტრაექტორიისა და საარჩევნო პროცესის გამო

თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა საქართველოში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები კვლავ შეშფოთებულია დემოკრატიული ინსტიტუტების ტრაექტორიისა და საარჩევნო პროცესის გამო.
Globalnew.ge-ს კითხვას – “როგორია თქვენი ხედვა ჩინეთის ინტერესთან დაკავშირებით სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, ააშენოს პორტი შავ ზღვაზე და ასევე, ამავე კონტექსტში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე რას ფიქრობთ? 3 დღეში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ა, წინასაარჩევნო პერიოდი კი, მძიმე ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე წარიმართა. როგორია თქვენი მოლოდინი?”
“ჩვენ ძალიან მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საარჩევნო პროცესის ტრაექტორიასთან დაკავშირებით და კვლავაც შეშფოთებულები ვართ ამის გამო. საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. არა მგონია, საქართველოში ვინმეს სურდეს საკუთარი ქვეყანა ჩადოს სხვა ქვეყნის ინტერესებში, მათ შორის, ჩინეთის”, – უპასუხა ჯეიკ სალივანმა.