სალივანის თქმით, აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას აპირებს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ სთან ომში ს მხარდამჭერ ჩინურ ორგანიზაციებზე ახალ სანქციების დაწესებას აპირებს და მიანიშნა, რომ ეს ბანკებს შეიძლება შეეხოს.
“ჩვენი აზრით, ჩინეთი უნდა შეჩერდეს, რადგან ვფიქრობთ, რომ ეროვნული სახელმწიფოების წესიერი ქცევის საზღვრებს სცდება. შეგიძლიათ, დამატებით სანქციებს მოელოდეთ, სანამ მომდევნო კვირებში ამ სურათის განვითარებას შევხედავთ”. – თქვა სალივანმა.
სალივანმა პრეზიდენტ ს წინა წლის განკარგულებაზე მიუთითა, რომელიც სახაზინო დეპარტამენტს საშუალებას აძლევს, იმ ბანკების წინააღმდეგ ზომები მიიღოს, რომლებიც ორმაგი დანიშნულების, სამხედრო და სამოქალაქო გამოყენების მქონე, პროდუქციას უკრაინასთან ომში რუსეთის ხელშესაწყობად ხმარობენ.
“ეს იმისთვის შევიტანეთ, რომ როცა ვიპოვით ბანკს, რომელიც ამ სანქციების რეჟიმის ფარგლებშია, რამის გაკეთება შეგვეძლოს. დღეს პროგნოზი არ მაქვს, მაგრამ უბრალოდ გეტყვით, რომ დროთა განმავლობაში ამ ტიპის ქცევის საპასუხოდ შესაბამისი იარაღები შევაგროვეთ. და ვუპასუხებთ კიდეც ამგვარ ქცევას”. – თქვა სალივანმა.
სალივანის თქმით, ჩინეთი ძირითადად რეაგირებს, როდესაც აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დამრღვევი ფინანსური გადარიცხვის პირდაპირ მტკიცებულებას წარადგენს, თუმცა “მთლიანობაში, ლამაზი სურათი არ არის” და ჩინური ფირმები რუსულ საომარი აპარატის დახმარებას განაგრძობენ.
მანამდე, 9-11 ივლისს ვაშინგტონში NATO-ს სამიტი გაიმართა, რომელზეც ალიანსის 32-მა წევრმა ჩინეთის კრიტიკის შემცველ კომუნიკეს მხარი დაუჭრია.
კომუნიკეში ნათქვამია, რომ ჩინეთი რუსეთისთვის უკრაინაში ომის საწარმოებლად საჭირო რესურსებით მიწოდებაში “საკვანძო” როლს ასრულებს.