სალაჰმა შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს და ევროპაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს

El Nacional-ის ცნობით, პსჟ-ის “ლივერპულის” 32 წლის შემტევის მოჰამედ სალაჰის დამატება სურს. ეგვიპტელს ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება და თავისუფალი აგენტი გახდება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგული მხარე მზადაა, ფეხბურთელს ბონუსების ჩათვლით სეზონურად 40 მილიონი ევრო გადაუხადოს, რაც მას ევროპაში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს.
შეხსენებისთვის, პსჟ-ის სახელს საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ვარსკვლავ საც უკავშირებენ.