სალაჰმა დაადასტურა – ეგვიპტელი “ლივერპულს” სეზონის ბოლოს დატოვებს

“ლივერპულის” შემტევი მოჰამედ სალაჰი, სეზონის დასრულების შემდეგ “ლივერპულს” დატოვებს, ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში თავად ეგვიპტელმა განაცხადა.
გამოცდილი ფეხბურთელის თქმით, მასსა და კლუბს შორის ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
“იმ პერიოდის განმავლობაში, რაც “ლივერპულში” ვიმყოფები, თითქმის ყველა ინტერვიუს დროს ვამბობდი, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება მსურდა, ახლა ყველაფერი შეიცვალა და ჩემთვის მთავარი მიზანი პრემიერლიგის მოგებაა.
ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ როცა პრემიერლიგა მოვიგეთ, კოვიდის პერიოდი იყო და საშუალება არ მოგვეცა ქვეყნის პირველობის მოგება ფანებთან ერთად აღგვენიშნა. გარდა ამისა, ნათელია, რომ
“ლივერპულში” ბოლო სეზონს ვატარებ და მსურს, რომ კლუბისთვის და ამ ქალაქისთვის რაღაც განსაკუთრებული გავაკეთო”, – განაცხადა სალაჰმა.
შეგახსენებთ, სალაჰი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება. “ლივერპული” პრემიერლიგას 45 ქულით ლიდერობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში